|
მეგობარი ორგანიზაციები


|
მთელი წლის განმავლობაში გაერთიანება გეგმავს, ორგანიზება გაუკეთოს პატრიარქის ინიციატივის მხარდამჭერი ეკოლოგიური ხასიათის აქციების ჩატარებას. ორ კვირაში ერთხელ, დაირგვება სხვა და სხვა ჯიშის ნერგები.. მსურველები დაგვიკავშირდით გრაფა "მსურს დავეხმარო"-ს მეშვეობით.
ყველას შეუძლია დაეხმაროს გაჭირვებულს; ამის გაკეთება ფიზიკური შრომით, ცოდნის გაზიარებით, მორალური თანადგომით შეიძლება. "ერისშვილები" მოხალისეთა პირველი გაერთიანებაა საქართველოში. ჩვენს ორგანიზაციას პოლიტიკური მიზნები არ გააჩნია. გაერთიანების წევრს არანაირი ვალდებულება არ ეკისრება, ორგანიზაციის ნებისმიერი სახის საქმიანობაში მონაწილეობა ენთუზიაზმზეა დამყარებული და სრულიად ნებაყოფლობითია. გაერთიანება ”ერისშვილები” კოორდინირებას უწევს იმ ადამიანთა საქმიანობას, ვისაც სხვათა შეწევნის მოთხოვნილება გააჩნიათ და აკავშირებს დახმარების მსურველს დახმარების მაძიებელთან. ჩვენ, გაერთიანება ”ერისშვილების” წევრებს, მიგვაჩნია, რომ დღეს, როდესაც კრიზისია ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ყველა დარგში, მოხალისეობა, ერთმანეთის მხარდაჭერა და თანადგომა ერთ-ერთი მძლავრი საშუალებაა დღევანდელ სიდუხჭირესთან ბრძოლისა და საქართველოს აღორძინებისა. ამით ჩვენ გვსურს მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ქვეყნის შენებაში და ვალი მოვიხადოთ ერის წინაშე.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”ერისშვილები” დაფუნძდა 2009 წლის ივლისში დამფუძნებლები: რამაზ ბეჟანიშვილი, მამუკა მჭედლიშვილი, ანდრო ზედგინიძე და შოთა ბეჟანიშვილიამ ოთხ ადამიანს მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. გაერთიანების ჩამოყალიბების აზრი სოფელ მლეთაში გაჩნდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, ერთ-ერთი კვირა დღე, მლეთის მამათა მონასტერში შრომისთვის დაგვეთმო. იქ ჩასულებს საკმაოდ შრომატევადი სამუშაო დაგვხვდა: დიდი რაოდენობის ხის მორები შეშად ენდა დაგვეპო. საქმეს ენთუზიაზმით შევუდექით და მალე სოფელ მლეთის მკვიდრები და მონასტრის სხვა სტუმრებიც შემოგვიერთდნენ.ამ ყველაფერმა ჩვენში დადებითი მუხტი წარმოშვა. გადავწყვიტეთ ჩვენი ორგანიზაცია შეგვექმნა, რათა შესაძლებლობა მიგვეცა სხვებისთვისაც და წაგვეხალისებინა ისინი უანგაროდ დახმარებოდნენ ადამიანებს.
|
აქციები
22 მაიის. გაერთიანება კიდევ ერთ ეკოლოგიური ხასიათის აქციას გეგმავს, პატრიარქის ინიციატივის მხარდასაჭერად. ვარკეთილის ცენტრალური მაგისტრალის (მეტროს ზევით) მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგვება იფანის ჯიშის 200 ნერგი, აქციაში მონაწილეობის მსურველები დაგვიკავშირდით
2009 წლის 11 დეკემბერს საქველმოქმედო ორგანიზაცია “ერისშვილების” თაოსნობით თბილისის ზღვის პარკში (რომელიც მდებარეობს ლოტკინიდან თემქისკენ მიმავალი მაგისტრალის მეორე კილომეტრზე) მოეწყობა აქცია. იგეგმება 1000 ნერგის დარგვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რაგბის, კალათბურთის წყალბურთის, მოჭიდავეთა ფედერაციები, პროფკავშირები და სხვა ცნობადი სახეები. აქცია დაიწყება 13 საათზე.
კვირას 12 სთ-ზე, ვატარებთ აქციას ნუცუბიძის მეოთხე მიკრო რაიონის 102 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე. ორგანიზაციის წევრები დავრგავთ ნერგებს და გავამწვანებთ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას.
სოფელ კავთისხევში 3 ნოემბერს შესრულდება გზის სარემონტო–სარეაბილირაციო სამუშაოები კვირას კვალიფიცირებული ადვოკატები გაუწევწნ უფასო იურიდიულ კონსულტაციას იმათ, ვისაც არ აქვთ საშუალება იურიდიული მომსახურებით ისარგებლოს. 2009 წლის 17 ოქტომბერს გაერთიანება ”ერისშვილები” აწყობს საქველმოქმედო აქციას: მანავის მკვიდრ გია დუჩიძეს , ვეხმარებით ყურძნის დაკრეფაში. აქციაში მონაწილეობის მიღების მსურველები დაგვიკავშირდით ნომერზე: 822 99 51 61 შეკრება მოეწყობა დილის 9 საათზე გაერთიანების ოფისთან, კოსტავას# 40 11 ოქტომბერს ჩვენი გაერთიანება ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიასთან, აწყობს აქციას, რომლის დროსაც იგეგმება მონასტრის ტერიტორიის დასუფთავება-დალაგება. აქციას ვიწყებთ 11 საათზე |