slide show
 
slide show
 
 
ორგანიზაციის     ძირითადი     მიზანია     ხელი     შეუწყოს     ქველმოქმედების     იდეის     პოპულარიზაციას
 
Main daxmarebis msurveltatvis               daxmarebis msurveltatvis
GEO ENG FRA
 
  I. ზოგადი დებულებანი


1.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი გაერთიანება "ერის შვილები", /შემდგომში ,,გაერთიანება"/ წარმოადგენს ნებაყოფილობით საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.
1.2. ,,ერის შვილების" ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
1.3. ქართულად კავშირის სახელწოდებაა _ , "ერის შვილები", ინგლისურად _ |ერის შვილები"
1.4. ,,ერის შვილები" იძენს იურიდიული პირის უფლებებს კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციის მომენტიდან.
1.5. ,,ერის შვილებს" აქვს მრგვალი ბეჭედი, შტამპი და სხვა ატრიბუტიკა. გააჩნია საანგარიშსწორებო და სხვა /მათ შორის სავალუტო/ ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში.
1.6.,,ერის შვილები" თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
1.7. ,,ერის შვილების" იურიდიული მისამართია: თბილისი, ნუცუბიძის მე-4 მ/რ კორპ.11, ბინა #66;




2. ,,ერის შვილების" მიზნები


2.1.გაერთიანება ,,ერის შვილების" ძირითადი მიზნებია:
2.2 ადამიანის ღირსების, უფლებებისა და თავისუფლების დაცვა;
2.3 საზოგადოებაში მართლშეგნების დონის ამაღლება და სამართლის  უზენაესობის პრინციპების დამკვიდრება;
2.4 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესზე ხელშეწყობა;
2.5 სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმად კონსტიტუციური მონარქიის  დამკვიდრება.
2.6 ნარკომანიის მაჩვენებლის შემცირება;
2.7 ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
2.8 დემოკრატიული საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა;



3. საქმიანობის ფორმები


3.1 საქველმოქმედო საქმიანობის ორგანიზება;
3.2 საგანმანათლებლო _ საგამომცემლო  შემეცნებითი საქმიანობა;
3.3 ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტური მექანიზმების და ინფრასტრუქტურის შემუშავებაზე მუშაობა.
3.4 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მექანიზმებზე ისტორიულ-სამართლებრივ ჭრილში მუშაობა და საზოგადოების ინფორმირება მიღწეულის ირგვლივ.
3.5 საქართველოს რეგიონებში გაერთიანების სტრუქტურული ერთეულების შექმნა.
3.6 თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის  პროფესიულ
გაერთიანებებთან.
3.7 ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული კანონით.




 4. წევრობა. Uუფლებები და მოვალეობები


4.1 ,,გაერთიანების" წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი, რომელიც ეთანხმება
გაერთიანების წესდებას და იზიარებს მის მიზნებს.
4.2 ,,გაერთიანების" წევრობიდან გასვლა თავისუფალია.
4.3. თითოეული წევრი მოვალეა:
4.4განუხრელად ასრულებდეს წესდებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და პასუხისმგებლობით ეკიდებოდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობას;
4.5,,გაერთიანების" წევრს ეკრძალება გაერთიანების სახელით მოქმედება, თუ არ აქვს სპეციალური რწმუნება;
4.6 ,,გაერთიანების" წევრად მიღების და წევრობიდან გასვლის საკითხს წყვეტს გამგეობა.
4.7 ,,გაერთიანების" წევრს უფლება აქვს მონაწლეობა მიიღოს  გაერთიანების ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებებში, აირჩიოს და არჩეულ იქნას ,,გაერთიანების" არჩევით ორგანოებში, მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია გაერთიანების საქმიანობასთან დაკავშირებით. წერილობითი განცხადებით თავისუფლად  გავიდეს გაერთიანების წევრობიდან.


                 


5. ,,გაერთიანების"  ორგანიზაციული სტრუქტურა და ხელმძღვანელი ორგანოები


5.1. ,,გაერთიანების " მართვის უმაღლესი ორგანოა წევრთა საერთო კრება, რომელსაც იწვევს
გამგეობა წელიწადში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში კავშირის მიზნებიდან და
ინტერესებიდან გამომდინარე კავშირის წევრთა  ან გამგეობის წერილობითი მოთხოვნით
შეიძლება მოწვეული იქნას რიგგარეშე საერთო კრება.
5.2. ,,გაერთიანების "  წევრთა საერთო კრება მოიწვევა გამგეობის მიერ, კავშირის ყველა
წევრის მისამართით ორი კვირით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით ან მასობრივი
ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული განცხადებით საერთო კრების ჩატარების ადგილის
და დღის წესრიგში მდგარი საკითხების მითითებით.




6. საერთო კრება


6.1 ამტკიცებს ,,გაერთიანების" წესდებას, შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები, რომლის შესახებაც აცნობებს შესაბამის ორგანოებს. განსაზღვრავს ,,გაერთიანების" საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
6.2 ირჩევს გამგეობის წევრებს.
6.3 ამტკიცებს გამგეობის მიერ წამოყენებულ კანდიდატურას გამგეობის თავმჯდომარის პოსტზე;
6.4 განიხილავს და ამტკიცებს გამგეობის ანგარიშებს;
6.5 ამტკიცებს ,,გაერთიანების" ბიუჯეტს;
6.6 იღებს გადაწყვეტილებას ,,გაერთიანების" ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ;
6.7 იღებს გადაწყვეტილებას ,,გაერთიანების" წევრის გარიცხვის თაობაზე.
6.8 კრება უფლებამოსილია თუ მასზე წარმოდგენილია წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. წესდების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 2/3-ის უმრავლესობა, ხოლო ,,გაერთიანების" მიზნის შეცვლისათვის - ყველა წევრის 4/5-ის უმრავლესობა.
6.9  ,,გაერთიანების" წევრს შეუძლია საერთო კრებაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში წერილობითი მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში.
        
   



 7. გამგეობა
       

7.1 წარმოადგენს ,,გაერთიანების " ხელმძღვანელ ორგანოს საერთო კრებებს შორის პერიოდში.
7.2 ,,გაერთიანების " გამგეობას ირჩევს საერთო კრება 4 წლის ვადით და მისი უფლებამოსილება გრძელდება ახალი გამგეობის არჩევამდე.
7.3 გამგეობა შედგება 7 წევრისაგან: გამგეობის თავმჯდომარისა და გამგეობის 6 წევრისაგან. გამგეობის სხდომები იმართება რეგულარულად ორ კვირაში ერთხელ.
        
       


8. გამგეობის კომპეტენცია


8.1 გამგეობაუზრუნველყოფს საწესდებო მიზნების განხორციელებას;
8.2 იწვევს ,,გაერთიანების" წევრთა საერთო კრებას;
8.3  ამზადებს და განიხილავს საერთო კრებაზე გასატან საკითხებს;
8.4 წყვეტს ,,გაერთიანების " წევრობასთან დაკავშირებულ საკითხებს;
8.5 წარმართავს ,,გაერთიანების " ადმინისტრაციების ჩამოყალიბების საკითხს და მის საქმიანობას;
8.6 განიხილავს ,,გაერთიანების " ფილიალების (წარმომადგენლობების) შექმნისა და გაუქმების საკითხს, ხელმძღვანელობს მათ საქმიანობას, ამტკიცებს მათ დებულებას;
8.7 წარუდგენს საერთო კრებას დასამტკიცებლად გამგეობის თავმჯდომარის კანდიდატურას;
8.8 წარუდგენს საერთო კრებას წლიურ ანგარიშს დასამტკიცებლად;
8.9 ,,გაერთიანების წევრთა მიერ წესდების მოთხოვნების უხეში დარღვევის შემთხვევაში გამგეობა განიხილავს ,,გაერთიანების" წევრად მის დარჩენის მიზანშეწონილობის საკითხს;
8.10 გამგეობა უფლებამოსილია მიიღოს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ნებისმიერი გადაწყვეტილება თუ სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა 2/3, აღნიშნულ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით.


       


9.გამგეობის თავმჯდომარე
    
 
9.1 გამგეობის საქმიანობას წარმართავს და კოორდინაციას უწევს ,,გაერთიანების " გამგეობის თავმჯდომარე, რომელსაც 5 წლის ვადით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს გამგეობა და წარუდგენს საერთო კრებას დასამტკიცებლად.
9.2 ერთი და იგივე პირი გამგეობის თავმჯდომარედ შეიძლება არჩეული იქნას ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
        
       


        
10. გამგეობის თავმჯდომარის უფლებები:


10.1 თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და მითითებებს.
10.2 გასცემს მინდობილობებს და ,,გაერთიანების" სახელით დებს გარიგებებს;
10.3 იწვევს გამგეობის სხდომებს;
10.4 გამგეობასთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს  ფილიალების (წარმომადგენლობების) ხელმძღვანელებს;
10.5 ხსნის და ხურავს ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში ;
10.6 თავმჯდომარეობს საერთო კრებას;
10.7 ხსნის და ხურავს ,,გაერთიანების" მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს.
10.8 ერთპიროვნულად წარმოადგენს ,,გაერთიანებას " მესამე პირებთან ურთიერთობებში.
10.9 თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მისი ფუნქციების შესრულება ეკისრება გამგეობის ერთ-ერთ წევრს გამგეობის გადაწყვეტილებით.

        
        


11. ,,გაერთიანების" ქონება


11.1 ,,გაერთიანების" ქონება შედგება შემოწირულობებისაგან, დონორებისაგან მიღებული გრანტებისაგან და კავშირის წესდებით გათვალისწინებული მიზნებისათვის კანონით ნებადართული ნებისმიერი ფორმით მიღებული შემოსავლებისგან.




12. ,,გაერთიანების" საქმიანობის შეწყვეტა


12.1. ,,გაერთიანება" საქმიანობას წყვეტს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შედეგად.
12.2. ,,გაერთიანების" ლიკვიდაცია ხდება საერთო კრების გადაწყვეტილებით მიზნების მიღწევის, გაკოტრების, რეგისტრაციის გაუქმების ან კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში.
12.3. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონების განაწილება ხდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

 
     
 
 
  უფლებები დაცულია 'ერის შვილები'-ს მიერ
საქართველო, თბილისი 2014
ვებ-გვერდი დაამზადა სტუდიამ Ge Studio