slide show
 
slide show
 
 
ორგანიზაციის     ძირითადი     მიზანია     ხელი     შეუწყოს     ქველმოქმედების     იდეის     პოპულარიზაციას
 
Main daxmarebis msurveltatvis               daxmarebis msurveltatvis
GEO ENG FRA
 
 

საზოგადოებრივი გაერთიანება - ,,ერის შვილები''


 მისია: ზრუნვა თითოეულ მოქალაქესა და საქართველოზე     

 დევიზი - სოლიდარული საზოგადოება თავისუფალი საქართველოსათვის

        

მიზნები: ქველმოქმედება და მოქალაქეთა სხვა სახის მხარდაჭერა,

სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა


მიზნის მიღწევის გზები: მოხალისეობრივი მოძრაობის ჩამოყალიბება, ურთიერთდახმარების
ეფექტური მექნიზმების შექმნდა და მხარდაჭერა,
საგანმანათლებლო საქმიანობა,
სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში მოქალაქეთა უშუალო
მონაწილეობის სხვადასახვა ინსტრუმენტების გამოყენება

                   
საქართველოში დღესდღეობით ძალზედ მძიმე სიტუაციაა შექმნილი. კრიზისი აღინიშნება
საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს: პოლიტიკური, ეკონომიკური,
სოციალური თუ დემოგრაფიული მდგომარეობა.
 
სრულიად გაურკვეველია და ბუნდოვანი საკართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის
პერსპეკტივები და საშუალებები. სავალალოა ბუნებრივი გარემოს მდგომარეობა, რომელიც
განიცდის ინტენსიურ დეგრადაციას. ძალზედ დიდ პრობლემას ცარმოადგენს ნარკომანია, რომელიც
მაჩვენებლის მიხედვით საქართველოს მსოფილოის სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთ მოწინავე
პოზიციას იკავებს.

ერთი უმწვავესი პრობლემას წარმოადგენს საზოგადოების დიდ ნაწილში გამეფებული გულგრილობა
ერთმანეთის პრობლემებისადმი და აქედან გამომდინარე სოლიდარობის დაბალი ხარისხი.

ნათქვამიდან გამომდინარე ჩვენ გაერთიანება "ერის შვილები" ვაცხადებთ, რომ საქართველოს
როგორც დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისათვის უაღრესად
მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მოხალისეობრივ საწყისებზე მოქალაქეთა ურთიერთდახმარების
ეფექტური მექანიზმების შექმნა და გაძლიერება, ასევე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
საკითხების გადაწყვეტაში მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის საჭირო
ქმედებების განხორციელება.

ჩვენი საქმიანობის ერთერთი ძირითადი მიმართულება იქნება ქველმოქმედება, რომელიც
დაეფუძნება მოქალაქეთა მოხალისეობრივ საქმიანობას. ჩვენ ვაწარმოებთ მოხალისეობრივი გზით
ქველმოქმედების გაწევის იდეის პოპულარიზაციას, ორგანიზებას გაუკეთებთ მოხალისეთა
პრფესიულ ჯგუფებს და მათ დავაკავშირებთ მიზნობრივ ჯგუფებთან. ამგვარად მოქალაქეებს
მიეცემათ საშუალება საკუთარი ზნეობრივი მოწოდების რეალიზაციის გზით დაეხმარებიან როგორც
ადამიანთა ცალკეულ ჯგუფებს, ასევე ზოგადად სახელმწიფოს.

ჩვენ ვთვლით, რომ ამ გზით შეგვიძლია მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ მთელი რიგი
უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტაში.

ქვემოთ წარმოგიდგენთ ჩვენს უახლოესს გეგმებს, იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელთა
მოგვარების მიზნითაც ვაპირებთ მთელი რიგი აქტივობების განხორციელებას:


1) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის ხელშეწყობის მიზნით
მოძრაობა "ერის შვილები" გეგმავს განახორციელოს კონფლიქტური ზონისა და საქართველოს
დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის განკუთვნილი ერთობლივი
საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ტურისტულ ზონებში. ჩვენ
ასევე ვგეგმავთ მოხალისეობრივ საწყისებზე შევქმნათ ექსპერტული ჯგუფები, რომლებიც
შეიმუშავებენ მთელ რიგ რეკომენდაციებს, რომელებიც ხელს შეუწყობს ქართველ, აფხაზ, ოსს და
სხვა ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქთა დაახლოებას, შესაბამისად
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემის გადაჭრას.


2) ჩვენ ვგეგმავთ მოხალისე იურისტთა, პედაგოგთა და სხვა სპეციალობის ადამიანთა
მობილიზაციას, რათა შევიმუშაოთ და განვახორციელოთ სამოქალაქო და სამართლებრივი
განათლების სასწავლო - შემეცნებითი პროგრამები. ამ პროგრამების ფარგლებში ჩვენ
ჩავატარებთ გაკვეთილებსა და სემინარებს, ასევე გამოვცემთ შესაბამისი შინაარსის
საცნობარო და შემეცნებით ლიტერატურას. ჩვენ ასევე ვგეგმავთ მსგავსი მეთოდით სხვა სახის
საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

3) ჩვენ გაგვაჩნია მთელი რიგი ინიციატივები, რომლებიც ეხება საქართველოს ბუნებრივი
გარემოს გაჯანსაღების სფეროს. ამ მიზნით შეიქმნება მთელი რიგი მოხალისეთა პროფესიული და
არაპროფესიული ჯგუფები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც თეორიული ასევე
პრაქტიკული სახის სამუშაოების შესრულებაში.

4) ჩვენ შევქმნით სამედიცინო კვალიფიკაციის, ასევე სხვა სფეროს წარმომადგენელთა
ჯგუფებს, რომლებიც იმუშავებენ სხვადასხვა შესაბამისი კატეგორიის მოქალაქეთა დახმარების
მიმართულებით.

5) შეიქმნება მოხალისეობრივი ჯგუფები, რომლებიც შესაბამისი ზედამხედველობის ქვეშ
მონაწილეობას მიიღებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა პატრონობასთან
დაკავშირებულ საქმიანობებში.

6) ჩვენ გვაქვს სურვილი მხარი დავუჭიროთ საქართველოს საპატრიარქოს პროგრამას
ნარკომანიით დაავადებულთა რეაბილიტაციის თაობაზე. ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად მზად ვართ
უშუალოდ ჩვენი შრომით მივიღოთ მონაწილეობა ამ კეთილშობილური მისიის განხორციელებაში.
მაგალითად: დავეხმაროთ ეკლესიის მსახურთ უზრუნველყონ დაავდებულთა განთავსებისათვის
საჭირო საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის საქმეში (კარვების გაშლა, სასადილოები
მოწყობა და ა.შ.)

7) სოფლის მოსახლოების მხარდაჭრისა და გარკვეულწილად დემოგრაფიული ხასიათის პრობლემის
მოგვარების მიზნით ჩვენ ვგეგმავთ მხარი დაუჭიროთ სოფლის მოსახლეობა საკუთარი მეურნეობის
სწორად ორგანიზებასა და გამართვაში. შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები
მოხალისეობრივ საწყისებზე გაუწევენ მოსახლეობას დახმარებას მათვის უსასყიდლო
კონსულტაციების გაწევის გზით შრომის ორგანიზებისა და მარკეტინგის საკითხებში. ჩვენ
ასევე მხარს დავუჭერთ მათ შედარებით ფართომასშტაბიანი ერთჯერადი სამუშაოების
განხორცილებაში უშუალოდ ფიზიკური შრომის თვალსაზრისითაც. ასევე იგეგმება შესაბამისი
შინაარსის ლიტერატურის გამოცემა.

 
     
 
 
  უფლებები დაცულია 'ერის შვილები'-ს მიერ
საქართველო, თბილისი 2014
ვებ-გვერდი დაამზადა სტუდიამ Ge Studio